Sunday, June 19, 2011

პროექტის  სახელწოდება: ფრინველები.
პროექტის  აქტუალობა:  დაკვირვება  ფრინველებზე .მოსწავლეები  აყალიბებენ
კვლევის  გეგმას, თუ  რა  ლიტერატურას  გამოიყენებენ, გამოკითხვის  ჩატარება  და ა. შ


პროექტის  მიზნები: მასალის  დამოუკიდებლად  მოძიება,ითვალისწინებს  თუ  რა
ცოდნა  აქვთ  მოსწავლეებს, რა  უნდა  შეისწავლონ,რას  უნდა  მიაღწიონ. მიზანი  განსა
ზღვრავს  მოსალოდნელ  შედეგს.

მონაწილეთა  ასაკი: მეექვსე  კლასი.

ვადები/ხანგრძლივობა:  ორი  თვე.

მოსალოდნელი  შედეგები/პროდუქტები, რაც  შეიძლება  შეიქმნას:
მოსწავლეები  სწავლობენ  საკუთარ  ფრინველებზე  ზრუნვას,  ურთიერთთანამშრომლობას მეგობრებთან, შეიძლება  გაკეთდეს  პრეზენტაცია, ვებ–საიტი, შეიქმნება  ბლოგი  სადაც  მოსწავლეები  გამოაქვეყნებენ  თავიანთ  დაკვირვების  შედეგებს  მოაწყობენ  გამოფენას  თავიანთინამუშვრების  (ნახატების).
პროექტისათვის  საჭირო  ძირითადი  რესურსები:  ფრინველებზე  მასალები,
ალბომები, ფერადი  ფანქრები, ვიდეო  მასალა,ჩანახატების  გაკეთება.
პროექტის  მსვლელობა(ძირითადი  აქტივობები):
 ფრინველთა  რამდენი  სახეობაა  მსოფლიოში? მათი  აგებულება, როგორ  დაფრინავენ,
გადამფრენი  ფრინველები, მტაცებელი  ფრინველები, შინაური  ფრინველები,
როგორ  იკვებებიან, გამრავლება, წელიწადის  სხვადასხვა  დროში  თუ  რომელ  ქვეყანაში  რომელი  ფრინველი  ბინადრობს.
რომელი  სახეობის  ფრინველები  არის  გავრცელებული   საქართველოში.
საგნებთან/ეროვნულ  სასწავლო  გეგმასთან  კავშირი: საბუნებისმეტყველო
  მეცნიერება, გეოგრაფია, ქართული  ენა,  ხელოვნება.ამ  ხპროექტის  განხორციელებით  მოსწავლეები  გაიუმჯობესებენ  უნარებს  სხვადასხვა  საგნებში..
პროექტის  ხელმძღვანელი: მადონა  შანიძე.
ხელმძღვანელის  ელ.ფოსტა: madoshka1970@gmail.com